ქართველებს მარსზე ვაზის საკუთარი ჯიშის გახარება სურთ – “ვაშინგტონ პოსტი”

“თეთრი ღვინო წითელ პლანეტაზე? მეცნიერები საქართველოში მარსისთვის სრულყოფილ ყურძენზე ნადირობენ” – ამ სათაურით 7 იანვარს, ამერიკული გაზეთი “ვაშინგტონ პოსტი” ემი ფარის-როტმანის სტატიას აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ქართველი მეცნიერები უკვე ფიქრობენ იმაზე, თუ ვაზის რომელი ჯიში უნდა გაიგზავნოს მარსზე.
“თუ ერთხელაც მარსზე ცხოვრებას დავაპირებთ, საქართველომ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. ჩვენმა წინაპრებმა დედამიწას ღვინო მისცეს, იგივე შეგვიძლია მარსზეც გავაკეთოთ” – ეუბნება “ვაშინგტონ პოსტს” ნიკოლოზ დობორჯგინიძე, საქართველოს კოსმოსის კვლევის სააგენტოს დამფუძნებელი, რომელიც ამავე დროს საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მრჩეველია.
პროექტის “მეცხრე მილენიუმი”, რომელიც ამ საქმეს თაოსნობს, შთაგონების წყარო გახდა ელონ მასკი, კომპანია “სპეის-ექსის” მფლობელი, რომელმაც წელს კოსმოსში 19 რაკეტა გაუშვა. ექსცენტრიულმა მილიარდერმა და გამომგონებელმა 2016 წელს დაიტრაბახა, რომ 2024 წელს მარსზე ასტრონავტთა პირველ ეკიპაჟს გააგზავნიდა. ეს თარიღი მართალია, ნასას ყველაზე ოპტიმისტურ გათვლასაც კი 10 წლით უსწრებს წინ, მაგრამ საქართველოში შესაფერისი ვაზის ჯიშის ძებნა მაშინვე დაიწყო.
კომპანიას სახელად “კოსმოსური ფერმები” სხვა ხილ-ბოსტნეულთან და მარცვლეულთან ერთად, კოსმოსში ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, გამძლე ვაზის ჯიშის შერჩევაც სურს. მცენარეთა ეს ჯიშები ვერტიკალური ფერმის ზრდის პრინციპით უნდა ხარობდეს და ისხამდეს ნაყოფს.
საქართველოში, თბი­ლი­სის ბიზ­ნე­სი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი საკუთრ ბაზაზე ექსპერიმენტის ჩატარებას გეგმავს. მკვლევარები ვაზის ნერგების სხვადასხვა სახის ნიადაგზე გახარებას შეეცდებიან, ვიდრე მარსის ლაბორატორიულ პირობებში ნერგების ზრდის სიმულაცია და ჯიშების ადაპტაციის უნარზე დაკვირვება მოხდება.
ქართველი მეცნიერები თვლიან, რომ თეთრი ყურძნის ჯიშები მეტი გამძლეობით გამოირჩევა. თუმცა, ჯერ დასკვნების გამოტანა მაინც ნაადრევია, რადგან პროექტის ქართველი მონაწილეები კვლევის დასრულებას, ყველაზე ადრე, 2022 წლისთვის ვარაუდობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – უკრაინა აგრძელებს რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წელს, პრაქტიკულად, ტერიტორია არ დაუთმია – იმ მომენტში ვართ, როცა ჩვენმა ქმედებებმა შეიძლება ამ კონფლიქტში გარდამტეხი მომენტი გამოიწვიოს

ბერდია სიჭინავა – ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა საგანგაშო განცხადება გააკეთა, რომ ჩორჩანას საკითხზე გამოძიება საგუშაგოს დემონტაჟის იმედს აჩენს – „ოცნება“ გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტერიტორიულ მთლიანობას

თენგიზ შარმანაშვილი გიორგი ბაჩიაშვილზე – დედამისი ამბობს, ჩემი შვილისთვის ეს არ უნდა გაეკეთებინა, ივანიშვილის ახლობელი იყოო – ახლობლების ძარცვა დასაშვებია? – ვიღაცას ადრე 2 გრამი ჰეროინი ჩაუდეს, მაგრამ გაგიგიათ, რამდენიმე მილიონი ჩაგიდონ ჯიბეში?

პროკურატურა – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით, საქართველო 10 წელია უმაღლეს საფეხურზეა