„ქართული ოცნება“ ბათუმს ვერ მოიგებს, გამორიცხულია , – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ხელისუფლება ცდილობს, ამომრჩევლის დემობილიზებას და არწმუნებს, რომ არ მივიდნენ არჩევნებზე:
“ბათუმელებს ეუბნებიან არჩევნებზე არ მიხვიდეთო. თუ ის ხალხი მოვა, რომლებმაც 2024 წლის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, გოჩა გუგუნავა გახდება ბათუმის მერი. „ქართული ოცნება“ ბათუმს ვერ მოიგებს, გამორიცხულია. „ნაციონალური მოძრაობა“ უიოლებს, იმედებს აძლევს“ „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ამასთან, გოგიჩაიშვილმა გააკრიტიკა ოპოზიციის რევოლუციური რიტორიკა და თქვა, რომ ეს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მუშაობს.
„ჩვენ გვახსოვს „გორბის“ კვლევები, როდესაც 2%-ი დაგვიწერა, რეალურად სხვა შედეგი დადგა. „გორბი“ რას წერს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, როდესაც წაგებულ ქალაქებში ადამიანებს ეუბნებიან, არ მიხვიდე არჩევებში, მე მათზე საღად ვერ ვისაუბრებ, ან უბრალოდ ღრმა ილუზიებში არიან შესულები და რევოლუციაზე საუბრობენ. რომ ვერ დაამხო? – მშვიდობიანი რევოლუცია რომ არ მოხდეს, ამ ადამიანებს მინიმუმ სირცხვილის განცდა არ ექნებათ? საკრებულოებში 1 დაკარგული მანდატიც კი „ქართული ოცნებისთვის“ არის დისკომფორტის შექმნა. მანამ , სანამ რევოლუციებზე დაიწყებდნენ ლაპარაკს, ჩვენ ვთქვით, რომ ალოგიკური მათი საქციელი, ამ ყველაფერს ორი სახელი შეიძლება ეწოდოს, ან გააზრებული სიბრიყვე ან მავნებლობა“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობა ერთადერთი კონსტიტუციური და სწორი გზაა ცვლილებების მისაღწევად.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია 5 ოქტომბრის არჩევნებში მაღალი აქტივობა და კონსტიტუციურ ჩარჩოში დარჩენა, რათა თავიდან იქნას აცილებული მძიმე შედეგები.
„რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. ყველაზე დიდი სიბრიყვე არის არჩევნებში არმონაწილეობა. ეს არის უპასუხისმგებლობა. არ იღებ კონსტიტუციურ პროცესებში მონაწილეობას. რატომ არ იღებ მონაწილეობას, ეს არის აუხსნელი მოვლენა. მშვიდობიანი დამხობა არ არის კონსტიტუციური პროცესი. გათენდება 5 ოქტომბერი და 6-იც და იმედი მაქვს, მძიმე შედეგები არ იქნება. მართლა არ მოხდება ისეთი რამ, რამაც მომავალში ბევრმა ადამიანმა ინანოს. სწორია არჩევნებში გასვლა. თუ მიზეზია ის, რომ არ არის სამართლიანი გარემო, არც 2008- ში იყო სამართლიანი გარემო, არც 2010- ში, სწორედ იმ ხალხის მხრიდან, ვინც დღეს მეუბნება რომ არა რის სამართლიანი გარემო. ამაზე უარესი საარჩევნო გარემო ჰქონდათ. სპეცრაზმი შედიოდა საარჩევნო ობიექტებზე და ხელით წერდნენ ოქმს“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილმა შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის მიერ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“გაკეთებული ის განცხადება, სადან მან თქვა, რომ „მთავარი მონაწილეობა კი არ არის, ოლიმპიადაზე ხომ არ ვართ?“.
გოგიჩაიშვილის თქმით, არჩევნებზე არმისვლა არის „კალაძის სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი“ და ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ გამარჯვებას.
„ეს არ არის სერიოზული. ადამიანს ველაპარაკები ციფრებით, მოგებული მაქვს თბილისი, ბათუმი და ქუთაისი – სუპერგაყალბებულ არჩევნებში. თუ მათთვის [არჩევნებში]მონაწილეობა არის ოლიმპიადა, მაგრამ ეს არის სწორი პროცესი. თუ ის არ მიდის არჩევნებზე, ის არის კალაძის ამომრჩეველი. გვეცოდინება, რომ ის არის კახა კალაძის ამომრჩეველი. ისინი ხელს უწყობენ კალაძეს“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
