გერმანელი მეცნიერების მტკიცებით, შაქრიანი გაზიანი სასმელები ქალებში დეპრესიის რისკს 17%-ით ზრდის

გერმანელი მეცნიერების მტკიცებით, შაქრიანი გაზიანი სასმელები ქალებში დეპრესიის რისკს 17%-ით ზრდის
გერმანელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, ტკბილი გაზიანი სასმელების რეგულარული მოხმარება ქალებში დეპრესიის განვითარების ალბათობას 17%-ით ზრდის და ამძაფრებს სიმპტომებს.
კვლევა 2014–2018 წლებში თითქმის ათას ზრდასრულ გერმანელს მოიცავდა.
ტკბილი სასმელების მოყვარულ ქალებში აღინიშნა Eggerthella-ის ტიპის ბაქტერიების მატება, რომლებიც ადრე დეპრესიულ მდგომარეობებთან იყო დაკავშირებული. ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ეს არის პირველი დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ Eggerthella შეიძლება იყოს შუამავალი გაზიანი სასმელების მოხმარებასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის. მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ გაზიანში შემავალი შაქარი, კონსერვანტები და გამაგრილებლები არღვევს მიკროფლორის ბალანსს, ზრდის ანთების გამომწვევ ბაქტერიებს და ამცირებს დამცავი ცხიმოვანი მჟავების გამომუშავებას. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ ეს ცვლილებები ნერვულ სისტემაში ანთებით პროცესებს და დეპრესიულ ქცევას იწვევს.
მამაკაცებში მსგავსი კავშირი არ გამოვლენილა, რაც, მკვლევრების ვარაუდით, შეიძლება ჰორმონული განსხვავებებით ან იმუნური რეაქციის თავისებურებებით იყოს განპირობებული.