ირაკლი – გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით – აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა

გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძს თქმით, კორუფციასთან ბრძოლა გრძელდება ყველა მიმართულებით, ამაში შედის, მათ შორის შესაბამისი საქმეების გამოძიება.
„გარდა იმისა, რომ ჩვენ ცვლილებები შევიტანეთ მთავრობის საქმიანობაში, სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობაში, ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს, რომ გამოვიძიოთ ყველა შესაძლო სამართალდარღვევა. ყველა მიმართულებით გაგრძელდება აქტიური ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. ჩვენი ამბიციური მიზანი მინდა, შეგახსენოთ გვინდა, ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით იმ ნაბიჯებით, რომლებიც უკვე გადაიდგა და რომლებიც იდმება, აბსოლუტურად რეალისტურია ამ მიზნის მიღწევა, მე ასე მგონია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)