ირაკლი კობახიძე მოლდოვის არჩევნებზე – ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება მილოცვა – დაველოდებით, როდის გამოვა, მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს

ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მოლდოვაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაელოდება, როდის გამოვა მოლდოვა დსთ-დან.
„ვიდრე დსთ-ს წევრად რჩება მოლდოვა, მანამდე გაგვიჭირდება ჩვენ მილოცვა. დაველოდებით, როდის გამოვა დსთ-დან მოლდოვა, ამის მერე ვნახოთ, გადავხედავთ მილოცვის საკითხს”, – განაცხადა მ.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმების 100%-ის დათვლის შედეგად, 2025 წლის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს მმართველმა „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ“ ხმათა 50.20% დააგროვა და ახალ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით, ამაში დამნაშავეა ივანიშვილი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს