ირაკლი კობახიძე – მე მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუს-ის ჩარევით დატოვა „ლელო“, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ, თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ

მე მგონია, რომ საბა ბუაძემაც სუს-ის ჩარევით დატოვა „ლელო“, საკუთარი პრობლემები აქვთ და ამ პრობლემებს მიხედონ და თავი დაანებონ თითის გაშვერას კონკრეტული სახელმწიფო უწყებებისკენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც „ლელოს” ბრალდებებს შეეხებოდა.
კერძოდ, პრემიერი გამოეხმაურა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მერობის საერთო კანდიდატის ირაკლი კუპრაძის განცხადებას, რომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ყიზილაჯლოს მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლა სუს-ისა და ადგილობრივი პოლიციელების ჩართულობით განხორციელდა.
მისივე თქმით, „ლელომ” თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები და ამ პირობებში, არავის უნდა უკვირდეს, რომ მათი კანდიდატები ტოვებენ პოლიტიკურ გაერთიანებას.
„სადაც ლიდერები ტოვებენ პარტიას, იქ რატომ უკვირთ, რომ ქვედა დონეზე კანდიდატები ტოვებენ მათ პოლიტიკურ გაერთიანებას, ეს აბსოლუტურად ლოგიკური პროცესია იმ პირობებში, როცა „ლელომ” თვითონ გაინადგურა საკუთარი პოლიტიკური პოზიციები,”- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ფავლენიშვილი – ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით, ამაში დამნაშავეა ივანიშვილი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის კურსი და ამყარებს ავტორიტარულ, დიქტატორულ რეჟიმს