მედია: ბაჩიაშვილის მშობლებზე გამოცხადებული დევნის შემდეგ პირველად გამოჩნდა – რა თქვა “ოცნების” ლიდერმა

ირაკლი , “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ მედიასთან პირველად გამოჩნდა.

მისი თქმით, აღნიშნულ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისმგებელი არიან შესაბამისი უწყებები, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს.

რაც შეეხება ბაჩიაშვილის მშობლებს, ეს არის… რაც შეეხება ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, ამაზე არის პასუხისმგებელი შესაბამისი უწყებები, ორგანოები და მათ მიიღეს გადაწყვეტილება. მე ვერ ვიქნები ვერც კითხვის ადრესატი და ვერც შესაბამისად გაგცემთ პასუხს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ცნობილ ექიმს, მარინა რამაზაშვილს, პროკურატურა მძიმე ბრალდებას უყენებს  და ამტკიცებს, ბაჩიაშვილმა “ივანიშვილისგან მითვისებული 8 986.8675 ბიტკოინისთვის კანონიერი სახის მისაცემად საქმიანობაში თავისი მშობლები ჩართო”.

აღსანიშნავია, რომ “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელმა მშობლები დაკავებამდე რამდენიმე კვირით ადრე მშობლები შეერთებულ შტატებში გაუშვა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)