ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.
კითხვაზე: „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან საქართველოს მასშტაბით“, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს გამოკითხული მოქალაქეების – 66,4 პროცენტი;
„ძლიერი საქართველო ლელოს“ – 10,3 პროცენტი;
„გირჩს“ – 9,3 პროცენტი;
„გახარია საქართველოსთვის“ 8,7 პროცენტი;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ აქვს მოქალაქეთა 2,2 პროცენტიანი მხარდაჭერა;
ყველა სხვა პარტიას კი ჯამურად 3,1 პროცენტი.
კვლევის მიხედვით, კითხვაზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან და კოალიციებიდან? თბილისში შედეგები ასე გადანაწილდა:
„ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერს – 59,1 %;
„ძლიერი საქართველო ლელოს“ – 13,7%;
„გირჩს“ – 12,6%;
„გახარია საქართველოსთვის“ – 9,6%;
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსს” – 2,8 %;
სხვა პარტიებმა კი ჯამურად მიიღეს 2,2 %.
ამასთან, კითხვაზე, „თბილისის მერის არჩევნები რომ ამ კვირას ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი კანდიდატებიდან?“ – შედეგები კი ასე გადანაწილდა:
კახა კალაძეს – „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი – 66,5%
ირაკლი კუპრაძეს – „ძლიერი საქართველო “ – 13,5%;
იაგო ხვიჩიას – „გირჩის“ კანდიდატს კი 13%;
სხვა კანდიდატებს საერთო ჯამში გამოკითხულთა 7% უჭერს მხარს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 6-25 სექტემბრის პერიოდში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, ხაშურსა და თელავში. გამოიკითხა ორი ათასი ადამიანი. ცდომილების ზღვარი ქვეყნის მასშტაბით +/- 3 პროცენტია.
