სადაზღვევო კომპანია ალდაგი ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პარტნიორია, რომლის მიზანია, საქართველოში, ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიის ხარისხისა და ინვოაციების წახალისება.
Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წელს დაარსდა, როგორც პირველი პროფესიული პლატფორმა და წელს, მეათე, საიუბილეო დაჯილდოება გამართა.
“ყოველთვის მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ხელს უწყობს, საქართველოში ტურიზმის განვითარებას. ალდაგი არის პირველი კომპანია, რომელმაც წლების წინ პირველმა შექმნა სამოგზაურო დაზღვევის პროდუქტი და მას შემდეგ ვცდილობთ, ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი ტურისტული კომპანიებისა და საბოლოო მომხმარებლისთვის. დავაჯილდოვეთ საუკეთესო გამყვანი ტურისტული კომპანია და ამით სიმბოლურად გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა ტურისტული სფეროს მიმართ,”- ქეთევან მაღალაშვილი, ალდაგის მარკეტინგის დირექტორი;
ალდაგი მრავალი წელია ლიდერის პოზიციებს არ კარგავს ბაზარზე და არის სანდო პარტნიორი როგორც ტურისტული კომპანიებისთვის, ისე ინდივიდუალური მოგზაურებისთვის. ალდაგი მომხმარებლებს მათზე მორგებულ პაკეთებს სთავაზობს, რაც ნიშნავს, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც ერთჯერადი, ისე მრავალჯერადი პაკეტები.
