დავით მათიკაშვილი – პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს, როგორ აპირებს, 4 ოქტომბერს ს გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას – ეს მოგვიყვეს

პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს, როგორ აპირებს ნდობის არმქონე, ცალსახად აგენტურული პოლიტიკური შემადგენლობის მქონე ბურჭულაძე, 4 ოქტომბერს ს გარეშე ხელისუფლების ხელში ჩაგდებას – ეს მოგვიყვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, თუ ვინმე კანონს დაარღვევს, მას ადეკვატური პასუხი გაეცემა.
„პაატა ბურჭულაძეს სიტყვით უჭირს თქმა როგორ მოახერხებენ და იქნებ სიმღერით გადმოგვცეს. იქნებ გვიმღეროს, როგორ აპირებს ძალა, რომელსაც ნდობის სოლიდური მასშტაბები არ გააჩნიათ, ხალხო, რომელიც პოლიტიკაში მხოლოდ თავისი ტყავის გადასარჩენად არიან – ხაზარაძე-ჯაფარიძეს და გახარიას ვგულისხმობ. ამ კონკრეტულ მოცემულობაში როგორ აპირებს ნდობის არმქონე, ნათლად და ცალსახად აგენტურული პოლიტიკური შემადგენლობის მქონე ბურჭულაძე, 4 ოქტომბერს არჩევნების გარეშე ხელისუფლების ჩაგდებას – ეს მოგვიყვეს. თუ არ შეუძლია რომ სიტყვებით გადმოგვცეს, გვიმღეროს. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კანონს დაარღვევს, მას ადეკვატური პასუხი გაეცემა“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: კიდევ კაი, ამ ქვეყანაში კანონი ყველასთვის ერთნაირი რომაა, კიდევ კაი, თორემ, ხომ გავუბოლებდი მეც კაბინეტში, მაგრამ არა, კანონი ყველასთვისაა და მე ყველა არ ვარ, ყველა არის გიზო და მისი საძმაკაცო, ალბათ…