– ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოველი ხალხის არჩევანი მტკიცედ დადასტურდა

ჩარევისა და ზეწოლის მცდელობების მიუხედავად, მოლდოვას რესპუბლიკის ხალხის არჩევანი მტკიცედ დადასტურდა, – ასე ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, მოლდოვაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების ოფიციალურ წინასწარ შედეგებს.
„საფრანგეთი მხარს უჭერს მოლდოვას მის ევროპულ პროექტში და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისკენ სწრაფვაში“, – წერს მაკრონი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – 3-4 თვის წინ კობახიძეს და კალაძეს ილუზია გაუჩნდათ, რომ ივანიშვილი გაწეულია და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, თუმცა ალიევთან შეხვედრაზე გამოჩნდა, ვინ არის ამ ქვეყნის პატრონი – რეალობას, რომელშიც ქვეყანა ცხოვრობს, ფარდა აეხადა!