განზრახული აქვთ, ყვარელში ვენახის და სახლის ჩამორთმევა – კორუმპირებული ბანდის თითოეულ წევრს იმ სახლისხელა ტუალეტები აქვთ – მიხეილ სააკაშვილი

განზრახული აქვთ ჩემი საყვარელი ვენახის და იქ მდგომი 70კვ. მეტრი სახლის ჩამორთმევა. ამ სახლის ხელა ამ კორუმპირებული ბანდის თითოეულ წევრს ტუალეტები აქვთ ქართველებისგან მოპარული ფულით აშენებულ სასახლეებში, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სასამართლო პროცესზე დისტანციური ჩართვის დროს განაცხადა.

მისი თქმით, „ყვარელს დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს ვენახი გახდა რუსული ღვინის ემბარგოს მიმართ წინააღმდეგობის ცენტრი“.

ყვარელს თქვენთვის დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს ვენახი გახდა რუსული ღვინის ემბარგოს მიმართ წინააღმდეგობის ცენტრი, სწორედ ამ ვენახში ტარდებოდა უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური მოლაპარაკებები. იქ საწნახელში იდგნენ ამერიკელი სენატორები, რომელთაც ქართულ ღვინოს „თავისუფლების სასმელი“ უწოდეს, პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები და მონაკოს პრინცი.

ამ ვენახის ჩამორთმევა, ისევე როგორც მთლიანად ეს სამარცხვინო სასამართლო პროცესები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს – შურისძიებას იმის გამო, რომ მე დავამარცხე კორუფცია საქართველოში, შემდეგ სერიოზულად შევავიწროვე იმავენაირი კორუფცია უკრაინაში და საერთოდ ვითვლები მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან და კრიმინალთან ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მებრძოლად“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა რიჟამაძე – ევროპის ბაზრები მნიშვნელოვნად დიდია და ფასთა შორის სხვაობაც დიდი იქნება, მაგ დონემდე ცვლილება შეუძლებელია – რეგულირება ეხება არა ფასს, არამედ ურთიერთობას და აწესებს ჩარჩოებს, რის ფარგლებშიც შესაძლებელია, რომ კომპანიებმა ფასი დასწიონ