რუსეთში „უცხოეთის აგენტების შემოქმედების საჯაროდ გამოყენების“ აკრძალვა სურთ

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატას, სახელმწიფო დუმას წარედგინა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს „უცხოეთის აგენტების შემოქმედების საჯაროდ გამოყენების“ აკრძალვას.
დუმას საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა ს მიერ ანექსირებული ს ე.წ. პარლამენტმა. მისმა „თავმჯდომარემ“ ვლადიმირ კონსტანტინოვმა რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ უნდა აიკრძალოს „უცხოეთის აგენტების შემოქმედების საჯაროდ შესრულება, ჩვენება, ტრანსლაცია, გაქირავება, დემონსტრაცია, განთავსება საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ქსელებში, მათ შორის ინტერნეტში“.
კონსტანტინოვის თანახმად, დარღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს.
რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში 1050-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირია. მათ შორის არიან მწერლები, მუსიკოსები, მსახიობები, ჟურნალისტები, უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. ისინი პუტინის პოლიტიკის კრიტიკოსები და ში ომის მოწინააღმდეგეები არიან.
2025 წლის სექტემბრიდან რუსეთში ამოქმედდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად „უცხოეთის აგენტებს“ სრულად აეკრძალათ საგანმანათლებლო საქმიანობა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო