„საელჩოებმა გააფრთხილეს მოქალაქეები შესაძლო არეულობაზე – რამდენიმე ჯავშანი გაგვიუქმდა, ცენტრალურ ლოკაციაზე“ – შალვა ალავერდაშვილი

4 ოქტომბრამდე სულ რაღაც 5 დღე დარჩა. პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილი ამ დღეს ადგილობრივი თვითმართველობის სთვის ემზადება, ნაწილი კი მშვიდობიან რევოლუციას აანონსებს. თითქმის ყველა არჩევნებს ქვეყანაში გარკვეული დაძაბულობა/აქციები/პროტესტი ახლავს თან, ეს კი პირველ რიგში აისახება ხოლმე ტურიზმზე.
ახლაც როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი აცხადებს, 4 ოქტომბრის შესაძლო არეულობის გამო, რამდენიმე ჯავშანი უკვე გაუქმდა თბილისის ცენტრალურ ლოკაციებზე ანუ იმ ადგილებში, სადაც ძირითადად ქუჩის პროტესტი არის ხოლმე.
როგორც ალავერდაშვილმა, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სხვადასხვა საელჩოებმა უკვე გააფრთხილეს თავიანთი მოქალაქეები 4 ოქტომრის შესაძლო არეულობაზე.
„ცენტრალურ ლოკაციებზე შარშან საერთოდ არ გვქონდა დატვირთვა. ნოემბერ-დეკემბერში სრულად ცარიელი იყო სასტუმროები ამ ლოკაციებზე და ხშირ შემთხვევაში იძულებული ვიყავით დაგვეხურა.
წელს, იმ ლოკაციებთან დაკავშირებით, რაც არის ეპიცენტრში (აქციების) საელჩოებმაც გააკეთეს განცხადება, თავიანთი მოსახლეობისთვის. გაფრთხილება ეხებოდა ძირითადად 4 ოქტომბერს და შემდეგ ერთ კვირას, რომ მოსალოდნელია არეულობა.
ჩვენც მოგვივიდა, რამდენიმე ჯავშნის გაუქმება ცენტრალურ ლოკაციაზე და იძულებული გავხდით მათთვის თბილისის სხვა ლოკაციებზე მდებარე სასტუმროები შეგვეთავაზებინა,“ – აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.
მოამზადა: მანონ ბოკუჩავამ
Bpn.ge