თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში მსჯავრდებულების, მიხეილ სააკაშვილისა და სდსს-ს ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომას დისტანციურად დაესწრება , თეიმურაზ ჯანაშია კი პროცესს არ ესწრება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ყოფილი პრეზიდენტი და სდსს-ს ყოფილი უფროსი დამნაშავედ ცნო. სასჯელის სახედ მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. პროკურატურა ბრალდებულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს