სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ბიუჯეტში 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა
სასამართლომ მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ, ბიუჯეტში, ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა. პირველმა ინსტანციამ, ამ გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილმა მიიღო.
„მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას, ტრამპის გამასპინძლებისთვის, დაევალათ ხარჯის გადახდა. პრეზიდენტის მიერ შეძენილი პიჯაკების თანხის ანაზღაურება, ვაცლავ ჰაველის და ლეხ კაჩინსკის საფლავებზე მიტანილი ყვავილების ხარჯის ანაზღაურება და ა.შ. მხოლოდ პატიმრობა არ არის საკმარისიო, ამის პარალელურად, მოვალეთა რეესტრში უნდა აღმოჩნდნენ მიხეილ სააკაშვილი და თემურ ჯანაშია, ასეთია ბიძინას ვერდიქტი. მაგრამ ამ 9 მილიონიდან 1 თეთრი არ არსებობს, რაზედაც იქნებოდა მტკიცებულება, რომ ეს ვინმემ სახლში წაიღო. 9-ვე მილიონი მოხმარდა იმ საჭიროებებს, რაც იმ პერიოდში საპრეზიდენტო ინსტიტუტს, სახელმწიფოს წინაშე, არსებობდა. რაც შეეხება ანაზღაურების საკითხს, არც თემოს, არც მიშას, 9 მილიონი კი არა, ის ყვარლის სახლს თუ გაუყიდიან მიშას, სინმადვილეში ამაზეა საუაბრი, დავალებაა პირდაპირ რუსული ხელისუფლებსი. მერე იქნებიან მოვალეთა რეესტრში“, – აცხადებს ადვოკატი, ბექა ბასილაია.
საუბარია „ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების საქმეზე“, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თემურ ჯანაშიას კი 300 000-ლარიანი ჯარიმა აქვს დაკისრებული.
