დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. 30 სექტემბერს ფინალში გასასვლელად კსუ ქუთაისს დაუპირისპირდება, ხოლო ვსა – ბათუმს. ხსენებული გუნდებიდან ქუთაისელთა გარდა თავიანთ ჯგუფებში პირველ ადგილზე გავიდნენ, ქუთაისი კი საუკეთესო მეორეადგილოსანი აღმოჩნდა.
A ჯგუფი კსუ (თბილისი) vs ორბი (ტყიბული)
70:122ანგარიშმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდმა ჯგუფში საწყისი მატჩები გამანადგურებელი სხვაობებით მოიგო და პირველი ადგილი განაღდებული ჰქონდა. ამიტომ, ორბთან 2 ამერიკელი დაასვენა, სხვა სასტარტოები უმნიშვნელოდ დატვირთა და თამაშის საშუალება ახალგაზრდა სათადარიგოებს მისცა.
შედეგად ტყიბულის გუნდმა იოლი გამარჯვება მოიპოვა, რამაც ჯგუფში არაფერი შეცვალა. ორბი ბოლო ადგილზე გავიდა, ხოლო კსუ პირველზე და თან ისე, რომ საბოლოოდ პირველადგილოსანთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
A ჯგუფი ივერიონი (გორი) vs მარგვეთი (ზესტაფონი) 91:98
ამ გუნდებიდან ორივეს დიდი სხვაობით ჰქონდა კსუ-სთან წაგებული, ხოლო დებულების თანახმად, ყველა მეორეადგილოსანს რომ თამაშების თანაბარი ოდენობა რომ ჰქონოდა ჩატარებული, ბოლოადგილოსან ორბთან ნაჩვენები შედეგი.
ანგარიშში არ ეთვლებოდათ. შესაბამისად, ნახევარფინალში მეორე ადგილიდან გასვლის შანსიც ფაქტობრივად არ არსებობდა. ამის შანსი რომ ჰქონოდა, რომელიმე მათგან 50 და კიდევ უფრო მეტი სხვაობით უნდა ემარჯვა. ეს არარეალური იყო და ფაქტობრივად უშანსო გუნდების ორთაბრძოლა მარგვეთმა მოიგო. ორივე გუნდმა შეხვედრა შესათამაშებლად გამოიყენა.
B ჯგუფი ქუთაისი vs ბათუმი
ეს გახლდათ პრინციპული მატჩი, რომლის გამარჯვებულიც ჯგუფში პირველ ადგილს იკავებდა, თუმცა რაკი ორივე მათგანს პირველი მატჩები სოლიდური სხვაობებით ჰქონდა მოგებული, თუკი დიდი სხვაობით არ წააგებდა, დამარცხებული გუნდის პლეი ოფში გასვლაც დიდად სავარაუდო გახლდათ.
საბოლოოდ ასეც მოხდა. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ბათუმმა ალალად დაამარცხა ქუთაისი და ნახევარფინალში გავიდა. იმერულ კლუბს პირველ ტურში თსუ 33 ქულით ჰყავდა დამარცხებული და ბათუმთან 7 ქულით წაგების შემდეგ მეორე ადგილზე 1 მოგებითა და ბურთების 26-ქულიანი დადებითი ბალანსით დაჯდა. ქუთაისელები დაელოდნენ ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს და რუსთავთან მატჩში ვსა-ს ქომაგობდნენ.
C ჯგუფი რუსთავი vs ვსა 63:79
ორივე გუნდს ჯგუფის პირველი მატჩი მოგებული ჰქონდა და გამარჯვებული ავტომატურად პირველ ადგილს იკავებდა. ქუთაისი ვსა-ს იმის გამო ქომაგობდა, რომ რუსთავს რომ მოეგო, ხომ გადიოდა პირველ ადგილზე და წაგებულ ვსა-ს მეორე ადგილიდან ჰქონდა პლეი ოფში გასვლის შანსი. ეს იმის გამო, რომ ვსა-ს პირველ ტურში 37 ქულით ჰყავდა გურჯაანი დამარცხებული და რუსთავთან 10 ქულით მარცხიც აწყობდა, საუკეთესო მეორეადგილოსანი რომ გამხდარიყო.
ვსა-მ დამაჯერებლად სძლია რუსთავს და პირველ ადგილზე გავიდა. რუსთავმა მეორე ადგილი დაიკავა, თუმცა ბურთების შეფარდებით ქუთაისს გვარიანად ჩამორჩა და პლეი ოფში ვეღარ გავიდა. ასე და ამგვარად ოთხივე ნახევარფინალისტი გამოვლინდა.
30 ოქტომბერს ვსა – ბათუმი 13:30 საათზე გაიმართება, ხოლო კსუ – ბათუმი 16:00 საათზე.
GBF
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ტაბლოები და სროლის დასახვეწი ტრენაჟორები ონმა და ამბროლაურმაც მიიღეს
