“თუ “არსენალი” წელს ტიტულს ვერ მოიგებს, არტეტას გაათავისუფლებენ” – რობერ პირესი

“არსენალის” ლეგენდამ რობერ პირესმა Foot Mercato-სთან ინტერვიუში “მეთოფეების” მთავარი მწვრთნელის, მიკელ არტეტას შესახებ ისაუბრა.
ფრანგის თქმით, თუ წელს “კანონირები” ტიტულს ვერ მოიგებენ, ესპანელ სპეციალისტს აუცილებლად გაათავისუფლებენ.
“არსენალმა” უამრავი ფული დახარჯა. განსაკუთრებით იმ პოზიციაზე, რომლის გაძლიერებაც არტეტას სურდა. მათ თავდამსხმელი შეიძინეს.
“მეთოფეებს” აქვთ ამბიცია, რომ პრემიერლიგა მოიგონ, მაგრამ ეს არ იქნება მარტივი, რადგან “ლივერპული” და “მანჩესტერ სიტი” კვლავ აქ არიან, “ჩელსიც” არ უნდა ჩამოვწეროთ. ჩემი აზრით, “არსენალს” ყველაფერი გააჩნია საიმისოდ, რომ წარმატებას მიაღწიოს.
თუ ლონდონელები წელს რაიმე ტიტულს ვერ მოიგებენ, არტეტას გაათავისუფლებენ. ესპანელი “არსენალში” უკვე 5 წელია მუშაობს, მაგრამ ტიტულები აქ გადამწყვეტია. მიკელს განსაკუთრებული მოთხოვნები ჰქონდა, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ დაუკმაყოფილა, ამიტომ მგონია, რომ თუ ამ სეზონში გუნდმა წარმატებას ვერ მიაღწია, სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები იქნება”, – განაცხადა პირესმა.
“არსენალი” პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 13 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ “ლივერპულს” 2 ქულით ჩამორჩება. “მეთოფეები” მორიგ შეხვედრას 1-ელ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, “ოლიმპიაკოსის” წინააღმდეგ გამართავენ.
[VIDEO] დრამა “სენტ ჯეიმს პარკზე” – “არსენალმა “ნიუკასლს” ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
“მას თავისი გზა აქვს, მე კი ჩემი” – ენრიკეს პრესკონფერენცია “სტრასბურთან” მატჩის შემდეგ
კონფედერაციის თასი. ბრაზილია 2013: მეცხრე და ყველაზე საინტერესო
საინტერესო მოსაზრება – პირესი: ნეიმარს დემბელე მირჩევნია
[VIDEO] დრამა “სენტ ჯეიმს პარკზე” – “არსენალმა “ნიუკასლს” ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო – “არსენალმა” და “იუნიონმა” გაიმარჯვეს
“მანჩესტერ სიტიმ” “არსენალთან” მატჩში ანტირეკორდი დაამყარა
რობერის პირესის 7 წლის ვაჟმა “არსენალთან” კონტრაქტი გააფორმა
რობერ პირესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
“არსენალს” პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს” – კარაგერმა “მეთოფეების” მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
“ანჩელოტიმ მატჩის შემდეგ ეს მითხრა” – მიკელ არტეტა
“რეალი” “არსენალიდან” თავისი ყოფილი ფეხბურთელის დაბრუნებას შეეცდება
დრიბლინგი: რიგითი ბინი “მილანის” გადასარჩენად
“პსვ-სთან ნაჩვენები თამაშით უკმაყოფილო ვარ, სამუშაო გვაქვს” – მიკელ არტეტა
“რეალი” შოკშია – სალიბა “არსენალთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს
პსჟ სიაში მესამეა – სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
პსჟ-სთან მატჩამდე არტეტამ “არსენალის” გულშემატკივრებს მიმართა
“ჩვენი მიზანი “რეალთან” მეორე მატჩშიც გამარჯვებაა” – მიკელ არტეტა