იაპონურმა სათამაშო კონსოლების და ვიდეო თამაშების მწარმოებელმა Nintendo Co.-მ, კომპანიის შემოსავლების, მარკეტინგისა და მომხმარებელთა გამოცდილების აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დევონ პრიტჩარდი, აშშ-ის სეგმენტის პრეზიდენტად დანიშნა, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
პრიტჩარდი, რომელსაც ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში 19 წლიანი გამოცდილება აქვს, 1 იანვარს დაგ ბოუზერს შეცვლის და ასევე შეუერთდება Nintendo-ს აღმასრულებელ საბჭოს და მისი ამერიკული განყოფილების დირექტორთა საბჭოს.
ბოუზერი ამერიკის Nintendo-ს პრეზიდენტი ექვსი წლის განმავლობაში იყო.
წყარო: interfax
