საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს ევროკავშირში შესვლას, 79% – ნატოში გაწევრიანებას.
გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 86% მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში შესვლას (აქედან 73% სრულიად უჭერს მხარს, 13% კი გარკვეულწილად), ხოლო 79% – ნატოში გაწევრიანებას (აქედან 65% სრულიად უჭერს მხარს, 14% კი გარკვეულწილად).
ამავდროულად, საქართველოს ევროკავშირში შესვლის მხარდაჭერთა შორის 17% ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგი იქნება, თუ ეს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას გამოიწვევს, 74% – მაინც დაუჭერს მხარს, ხოლო 9%-მა არ იცის ან უარი თქვა პასუხზე.
ევროკავშირში შესვლის მთავარ სარგებლებს შორის 45% ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, 14% – უსაფრთხოებას, 14% – ქვეყნის განვითარებას, 8% – უკეთეს მომავალს.
ევროკავშირში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებებიდან გამოკითხულთა 27% საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახებელს, 17% – საქართველოს შიგნით წინააღმდეგობას, 13% – საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების პირობების არშესრულებას, 11% – ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობას, 6% – რუსეთს.
რაც შეეხება ნატოს, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის მთავარ სარგებლებს შორის გამოკითხულთა 47% უსაფრთხოებას ასახელებს, 17% – თავდაცვას, 13% – ეკონომიკის გაძლიერებას, 6% – ქვეყნის განვითარებას, 5% – სტაბილურობას/მშვიდობას.
ნატოში გაწევრიანების მთავარი დაბრკოლებებიდან გამოკითხულთა 27% რუსეთს ასახელებს, 20% – ოკუპირებული რეგიონების სტატუსს, 14% – საქართველოში პოლიტიკურ არასტაბილურობას, 11% – საქართველოს შიგნით წინააღმდეგობას, 7% – ნატოს ქვეყნების მხრიდან წინააღმდეგობას.