მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პარტია ხმების 50.14%-ით ლიდერობს, დათვლილია ხმების 99.78%

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.78 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.14 პროცენტით ლიდერობს.
ამასთან, მეორე ადგილზეა „პატრიოტული ბლოკი“ 24.20 პროცენტით, რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.
მესამე ადგილზეა საარჩევნო ბლოკი „ალტერნატივა“, რომელმაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 7.97 პროცენტი მიიღო. მეოთხეა „ჩვენი პარტია“, ამომრჩეველთა ხმების 6.25 პროცენტით, მეხუთე ადგილზე კი „ღირსებისა და სიმართლის პლატფორმის“ პარტია – 5.62 პროცენტით.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში 1.6 მილიონზე მეტმა, ანუ ამომრჩეველთა დაახლოებით 52.17%-მა მიიღო მონაწილეობა.