ლევან სუთიძე, ტაბულას მთავარი რედაქტორი:
რამდენი იწვალეს, რამდენი იქადაგეს, რამდენი იზუზუნეს, რამდენი სიუჟეტი მიუძღვნეს, რამდენი ქარდი პოსტეს და მაინც არ კეთდება არქიმანდრიტი დოროთესგან ლიბერალური კარიკატურა :დ
სახელისუფლებო და მასთან შეზრდილი საეკლესიო პროპაგანდის მთელი პრობლემა ის არის, რომ არქიმანდრიტი დოროთე ზედმეტად ჩვეულებრივი მღვდელია.
ჩვეულებრივი იმ გაგებით, რომ არანაირ “ლიბერალურ ფრთას” ის არ წარმოადგენს.
მისი ისტორია უმარტივესია:
გამოიხედა კაცმა სენაკიდან, დაინახა რომ ხალხს ურტყამენ, ქვეყანამ კურსს გადაუხვია და დაიწყო ლაპარაკი. არანაირი დიდი ფილოსოფია ამას არ სჭირდება. ზოგადად, წესიერებას არ სჭირდება დიდი ფილოსოფია.
არც საკუთარ ეპისკოპოსს ესხმის თავს. ივანიშვილი კი, შესაძლოა ვინმეს მანდ დაგავიწყდათ, მაგრამ მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი არ არის :დ
რანაირად დააბრალებთ ახლა ამ კაცს, რომ პატრიარქს ესხმის თავს?
მეც კი აღარ მაღელვებს ეს წინა დეკადის დებატი – ვეღარ მართავს კაცი ეკლესიას და ეგ ყველამ ჩემზე უკეთ იცით, ვინც იმ შეხვედრაზე ისხედით. წარსულის თხრა მეზარება, როცა აწმყო დუღს.
მარტივად რომ ვთქვათ, არქმინადრიტმა დოროთემ სისტემას აჯობა სისტემის წესებით
ის არ გახლავთ სახელობითი თავდამსხმელი, რომელსაც პერსონალური ბრძოლების გამართვა სურს. მას სურს წესიერი საქართველო.

წლები ხომ მიუძღვენით იმის მტკიცებას, მღვდელს უფლება აქვს პოლიტიკური პოზიცია გამოხატოს და ეს საპატრიარქოს პოზიცია არ არისო? კიბატონო – იცოდით, რომ უმრავლესობა ბიძინას სასარგებლოდ იქადაგებდა და მოიგონეთ ეს წესი.
ხოდა სად არღვევს ახლა ამ წესს არქიმანდრიტი დოროთე? არ არღვევს.
წესები გინდათ გადააწყოთ? კი ბატონო, ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო! :დ
ახლა ასე ადგეთ და პოლიტიკური პოზიციებისთვის გააჩეროთ უკვე ერთი, ორი და სამი კი არა, მრავალი მღვდელი, მართლა თქვენი ბოსტანი კი არ არის ქრისტეს ეკლესია, ან კონსტანტინოპოლს აპელაციის უფლებაზე კი არ უთქვამს უარი :დ სქიზმას მოაწყობთ თუ რას იზამთ?
ხოდა აუხსენით ეს იმ გალსტუკიან დებილებს, რომლებიც ატალახებენ თქვენ კარს და ხათრით გაწვებიან – აუხსენით, რომ რაღაცაზე უნდა ამოძღეს მათი მუცელი. აბა ახლა მართლა საჯაროდ ყურს ხომ არ გაიხვრეტთ მორჩილების დემონისტრირებისთვის?
დაგრჩათ მანდ ხალხს ჭკუა და ემოციები ნუ გადაგძალავთ.