საქართველოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიალზე რექტორმა კოკა თოფურიამ ამავე უნივერსიტეტის სტუდენტის, სინდისის პატიმრის ლუკა ჯაბუას მიმართვა წაიკითხა:
„მჯერა, რომ ჩვენ ის თაობა ვართ, რომელიც საბოლოოდ დიხსნის საქართველოს მარწუხებიდან და უსაზღვრო შესაძლებლობების ქვეყანად აქცევს. მინდა გისურვოთ ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც თქვენი პროფესიონალიზმი და შრომა მაქსიმალურად დაფასებული იქნება. მჯერა, რომ ჩვენ ვაქცევთ ჩვენს ქვეყანას ევროპული ოჯახის წევრად და ჩვენს შვილებს არ მოუწევთ უკანონო პატიმრობაში ყოფნა და იმ დღეების გადატანა, რომლებიც ჩვენ გადავიტანეთ. მჯერა, რომ თქვენ იქნებით ამ ქვეყნის კეთილსინდისიერი და პატიოსანი მოსამართლეები, იურისტები, პოლიტიკოსები და ყველა სხვა სფეროს პროფესიონალი წარმომადგენლები. გილოცავთ, ეს დღე თქვენია!“, – მიმართა 21 წლის ლუკა ჯაბუამ თანატოლებს ციხიდან.
ფოტო: ანა ხურციძე