ვიქტორ ორბანისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის მოსამზადებლად უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას გამართავენ

ვიქტორ ორბანისა და ს შეხვედრის მოსამზადებლად უნგრეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო ავრცელებს.
„თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, დადასტურებული თარიღი 29 იანვარია. ჩვენ უკრაინელ კოლეგას, მინისტრ კულებას უჟგოროდში შევხვდებით“, – განაცხადა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცნობით, იგი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს ესაუბრა და განუცხადა, რომ ზელენსკისა და ორბანის შეხვედრას აზრი მხოლოდ მაშინ ექნება, თუ მათი შეხვედრა გარკვეულ შედეგს გამოიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ