მოლდოვა რუსეთს საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობებში ადანაშაულებს

28 სექტემბერს მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საპარლამენტო ს პარალელურად, ბელგიაში, იტალიაში, რუმინეთში, ესპანეთსა და -ში, მოლდოვის დიასპორისთვის განკუთვნილ საარჩევნო უბნებზე, ბომბის შესახებ შეტყობინებები შევიდა, რაც, ოფიციალური პირების თქმით, წარმოადგენს “ს ფედერაციის თავდასხმას მოლდოვის რესპუბლიკაში საარჩევნო პროცესზე.”

“სახელმწიფო ინსტიტუტები მზად იყვნენ ამ სცენარისთვის, ჩვენ ჩამოვაყალიბეთ მკაფიო პროცედურები და სხვა ქვეყნებში ჩვენს პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ამან საარჩევნო პროცესზე გავლენა არ იქონიოს. მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს, დაემორჩილონ ხელისუფლების რეკომენდაციებს, დაეყრდნონ ოფიციალურ ინფორმაციას და გააგრძელონ პატიოსნად ხმის მიცემა,” განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ამასთანავე, მოლდოვაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ცნობები გაავრცელეს ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების ჩაშლის მცდელობების შესახებ.

ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ აღკვეთეს კიბერთავდასხმის მცდელობები, რომელთა სამიზნეც მოლდოვის საარჩევნო ინფრასტრუქტურა იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კიბერთავდასხმების სამიზნე მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდი, მთავრობის ქლაუდ სერვის სისტემები, პროცესის ავტომატიზაციის სისტემები და უცხოეთში რამდენიმე საარჩევნო უბანი იყო.

“მოლდოვა, ჩვენი საყვარელი სამშობლო, საფრთხის წინაშეა და თითოეული თქვენგანის დახმარება სჭირდება. დღეს თქვენი ხმით მისი გადარჩენა შეგიძლიათ – ხვალ შესაძლოა, უკვე გვიანი იყოს,” თქვა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმის მიცემის შემდეგ.

28 სექტემბერს მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.

გამოკითხვები მიუთითებს, რომ სანდუს მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიას (PAS) შესაძლოა, უმრავლესობის შენარჩუნება გაუჭირდეს.

Reuters აღნიშნავს, რომ მოლდოვის დიდმა დიასპორამ, რომლის აზრიც გამოკითხვებში, როგორც წესი, ვერ აისახება ხოლმე, შესაძლოა, არჩევნებში გადამწყვეტი როლი ითამაშოს. სავარაუდოა, რომ დიასპორის დიდი ნაწილი პროევროპულ PAS-ს დაუჭერს მხარს.

წყარო