„ტოტენჰემი“ გიორგი მიქაუტაძით ისევ დაინტერესდა, – იტყობინებიან ინგლისური და ესპანური გამოცემები.
The Boy Hotspur-ი წერს, რომ მიქაუტაძე „ვილიარეალმა“ 30 მილიონ ევროდ შეიძინა, „ტოტენჰემი“ კი ორჯერ მეტს შესთავაზებს, რამეთუ საქართველოს ნაკრების 24 წლის თავდამსხმელს გუნდის შეტევის გაძლიერება ძალუძს, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, პროგრესირება შეუძლია და დომინიკ სოლანკეს კონკურენტი სჭირდება, რომელიც შედეგიანობით ვერ გამოირჩევა.
აღნიშნულია, რომ უცნობია, როგორი რეაქცია ექნება გიორგის პრემიერლიგაში გადასვლის მაცდუნებელ შესაძლებლობაზე, რაც მისთვის საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს, ვინაიდან „ტოტენჰემი“ დიდი და ამბიციური კლუბია, რომლის მიერ ამ ტრანსფერის განხორციელება დიდოსტატური სვლა იქნება და ქართველის დახმარებით გუნდის ნიჭიერი ფეხბურთელები გარდასახვას მოახერხებენ.
Fichajes-ის ცნობით, მიქაუტაძე „ტოტენჰემის“ ახლო მომავალში შესაძენ მოთამაშეთა სიაში ძირითადი კანდიდატია, რადგან მობილურია, ცივსისხლიანია, გოლების გატანაც ეხერხება და საგოლე გადაცემების გაკეთებაც, ლონდონური კლუბი ძალიან ყურადღებით აკვირდება და გუნდის გასაძლიერებლად იდეალური ვარიანტია.
ხაზგასმულია, რომ შემადგენლობის რეკონსტრუქციის პროცესში მყოფი „ტოტენჰემი“ 60 მილიონის გადასახდელად მზადაა, ეს „ვილიარეალისთვის“ მომგებიანი გარიგება აღმოჩნდება, თუმცა ფორვარდი ლა ლიგაში ასპარეზობით ტკბება, შედეგიანობის გაუმჯობესებაზე ზრუნავს და თავისი „ჭერისთვის“ არ მიუღწევია.
ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო – “ნიურნბერგი” სახლში “ჰერტასთან” განადგურდა
“ტოტენჰემი” სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის – რას გადაწყვეტს “მანჩესტერ სიტი”?
“ტოტენჰემთან” მატჩში “ვილიარეალის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მიქაუტაძის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე – “ვილიარეალის” მარცხი, “რეალის” და “ყარაბაღის” გამარჯვებები და რვაგოლიანი მატჩი ტურინში
სიმონსი კარიერას არა “ჩელსიში”, არამედ “ტოტენჰემში გააგრძელებს
[VIDEO] გასაძევებელი იყო თუ არა მიქაუტაძის წაქცევისთვის ვან დე ვენი და როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
El Gol Digital-ი მიქაუტაძეზე: სარეკორდო ინვესტიცია ამოქმედდა – “ვილიარეალს” შეუძლია თანხა სამმაგად აინაზღაუროს
“ყოველ ჯერზე უფრო ნათლად გვესმის მიზეზი, რის გამოც მას “მეფეს” ეძახიან” – “ვილიარეალის” პოსტი მიქაუტაძეზე
“მოწინააღმდეგე გუნდის დაცვას უბრალოდ აგიჟებს” – რას წერენ ესპანელები მიქაუტაძეზე?
მიქაუტაძე შევიდა და “თამაში გააკეთა” – როგორი შეფასებები მიიღო გიორგიმ?
მიქაუტაძის 73 წუთი – “ვილიარეალმა” “ატლეტიკი” დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პაზი შესაძლოა, პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს
