საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის () შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის ს შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.
გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სთავაზობს. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თავადაც გაუზიარეს მოსაზრებები, რომელიც არჩევნებზე უსინათლო ამომრჩეველთა მონაწილეობის პროცესის ხელშეწყობას უკავშირდება.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანი ელენე ბობოხიძე. საინფორმაციო შეხვედრა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობით 26 სექტემბერს თბილისში გაიმართა. უსინათლო ამომრჩეველთან საინფორმაციო შეხვედრა ასევე დაგეგმილია რუსთავში.
Previous: 4 ოქტომბერს “სანაცეთის” ორივე ფლანგს ვასრულებთ, “სააკაშვილოვიჩებს” ქუჩაში და “ნეონაცებს” არჩევნების შედეგებით! 4 ოქტომბერს საქართველო გაიწმინდება ჭუჭყისგან, რომელსაც “ნაცი” ჰქვია!

ასევე დაგაინტერესებთ

რეკეტი დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც უკრაინაში დაიწყო ომი, რომ ბიძინა ივანიშვილს გადაედგა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯი. შანტაჟის მექანიზმად გამოიყენებოდა ის, რომ დაუყადაღეს რამდენიმე მილიარდზე წვდომა

თუკი რომელიმე ელჩს სურს, რომ ჰქონდეს პირადი თუ ოფიციალური კონტაქტი რადიკალურ ჯგუფებთან, ეს მისი თავისუფლებაა – შეხვდეს, მაგრამ ის ასევე შეეგუოს, რომ ამაზე ჩვენ გვექნება ჩვენი კომენტარი თუ რეაქცია