ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „ტენერიფე“, სადაც გიორგი შერმადინი თამაშობს მადრიდის „რეალთან“ 1-ქულიანი სხვაობით 71-72 დამარცხდა და ფინალის მიღმა აღმოჩნდა.
მარცხის მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელმა შესანიშნავი თამაში ჩაატარა. საქართველოს ნაკრების ცენტრმა 30 წუთში 23 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. მან 11-დან 7 ორქულიანი და 10- დან 9 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო სარგებლიანობის კოეფიციენტი 28-ს გაუტოლდა. შერმადინი ორივე გუნდში საუკეთესო იყო, როგორც ქულების რაოდენობით, ისე სარგებლიანობის კოეფიციენტის მაჩვენებლით.
