ლიგა 1-ის მეექვსე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ოსერი“ 2:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი ტრავმა მიიღო.
რიგი წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამო მასპინძლებმა მატჩი გადახალისებული შემადგენლობით დაიწყეს, თავიდანვე შეუტიეს, კვარაცხელიამ მიზანს ააცილა, რამუშს გატანა მეკარე ლეონმა არ დაანება, შემდეგ ხვიჩა სენაიამ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. მერე ქართველის დარტყმული ბურთი ლეონმა მოიგერია, ხოლო ზაბარნიმ სადებიუტო გოლით პარიზული გუნდი დააწინაურა. 35-ე წუთზე მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მოულოდნელად ვიტინია ჰაკიმით შეცვალა. დარჩენილ დროში აღსანიშნავი არაფერი მომხდარა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
„კვარა“ მიღებული მარცხენა ბარძაყის ტრავმის გამო ცოტა კოჭლობდა, ესპანელმა სპეეციალისტმა შესვენების შემდეგ მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად ბარკოლა შეუშვა. rmc sport-ი წერს, რომ ლუის ენრიკემ არ გარისკა და ცვლილება ამიტომ განახორციელა. ბერალდომ მალე მეორე გოლი გაიტანა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
პსჟ 15 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 1-ელ ოქტომბერს, ჩემპიონთა ლიგაზე, გასვლაზე „ბარსელონასთან“ გამართავს.
პსჟ – ოსერი 2:0
გოლები: 1:0 ზაბარნი (32), 2:0 ბერალდო (55)
დავითაშვილი შეცვალეს – “სენტ-ეტიენი” სახლში “გენგამთან” დამარცხდა
“პირველი იყო, ვინც “ოქროს ბურთის” მოგება მომილოცა” – უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
“უკვე სახლშია, სრულიად ინტეგრირდა” – ლუის ენრიკემ დუბლის შემდეგ კვარაცხელიაზე ისაუბრა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი – პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
[VIDEO] ხვიჩა პარკ დე პრენსზე შვილთან ერთად გამოჩნდა
