მელიქიშვილის გამზირზე მსვლელობის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

მელიქიშვილის გამზირზე, სადაც აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს, ცოტა ხსნის წინ ვითარება დაიძაბა.
აქციის მონაწილეებმა, რომლებიც გმირთა მოედნიდან მსვლელობით დაიძრნენ, მელიქიშვილის გამზირზე ამოსვლის დროს სავალი გზის სრული დაკავება მოისურვეს. ამ ფაქტს მათსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა.
„გაგვაშლევინეთ ბანერი“, – ისმოდა შეძახილები აქციის მონაწილეების მხრიდან.
ამ დროისთვის ვითარება განიმუხტა – მსვლელობის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი სრულად აითვისეს.
აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტამდე მსვლელობით მივლენ და გაჩერდებიან.