სამხედრო საქმის ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე:
შათირიშვილმა გამოგიცხადათ ოცნების გეგმა, ახალგაზრდების გარეკვა ქვეყნიდან. თემურ ლენგის ანდერძი იპოვეს ეტყობა და მიყვებიან დანაბარებს. ოცნებას თუ არ გავრეკავთ, დავრჩებით რუსი გოგობიჭების იმედად. 4 ში ვიწყებთ. რაც გავიგეთ, კობახიძეს და ივანიშვილს სხვადასხვა პოლიტიკური გუნდი ჰყავთ. რასაც ჯერ ვერ ვიტყვით დადასტურებულად, რამდენად დიდია ამ ორ გუნდს შორის ბზარი. 4 ოქტომბერს გავტესტავთ, რომელი გუნდი პირველი ჩამოიშლება, რომელი ოდნავ ფეხს აითრევს.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა: “ზაზა შათირიშვილს აქვს თავისი აზრი. ის არ არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის წარმომადგენელი. ეს არის ზაზა შათირიშვილის დამოუკიდებელი აზრი… შეიძლება ძალიან ბევრ რამეში ემთხვეოდეს ჩვენი აზრები და ზოგადად პატივისცემა შემიძლია გამოვხატო ზაზა შათირიშვილის მიმართ, მაგრამ ჩვენ პასუხს ვაგებთ იმ განცხადებებზე, რომლებსაც ვაკეთებთ ჩვენ.”
ივანიშვილის პროპაგანდისტმა, ზაზა შათირიშვილმა გუშინ ახალგაზრდებზე თქვა, რომ “ნაწილი, რომელიც არის ზედმეტი, უნდა წავიდეს აქედან ემიგრაციაში”