– ისრაელის Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა მუშაობს

ისრაელის Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა მუშაობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ისრაელმა დაპირებული Patriot-ის სარაკეტო სისტემა უკრაინას უკვე გადასცა და ის ქვეყნის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენება.
„ისრაელის სისტემა უკრაინაში უკვე ერთი თვეა რაც მოქმედებს. უკვე ერთი თვეა მუშაობს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, შემოდგომაზე გერმანიიდან Patriot-ის ორ სისტემას მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”