“მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს აფხაზეთში” – მასშტაბურ მსვლელობამდე სიმბოლური ლაშქრობა იმართება

ვიდრე სოხუმის დაცემის 32 წლის თავთან დაკავშირებით ხალხმრავალი აქცია დაიწყება, მანამდე მოქალაქეები სიმბოლურ ლაშქრობას მართავენ თბილისში.
რამდენიმე წუთში მოქალაქეები მთაწმინდიდან კუს ტბის მიმდებარე ტეროტირიაზე გადაინაცვლებენ, მსვლელობა ეძღვნება საკენი-ჭუბერის გზისა და სოხუმის დაცემიდან 32 წლისთავს, იმ გზას, რომელიც დევილებმა გამოიარეს.
“მე მახსოვს 1993 27:09, მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს აფხაზეთში” – ასეთი მაისურებით არიან წარმოდგენილები აქციის მონაწილეები.
ლაშქრობის შემდეგ კი ლაშქრობის მონაწილეები 19:00 საათზე მასტაბურს მსვლელობას შეუერთდებიან.