“ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში” – დანიის საელჩო

საქართველოში დანიის საელჩო, ელჩის მიერ დანიურ გამოცემაში გამოქვეყნებულ საავტორო სტატიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საელჩოს განცხადებით, დანიური სტატიიდან ამოღებული ამონარიდი, განხილვის საგანი, კონტექსტის გარეშე გახდა.
მათივე განცხადებით, საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან.
“სტატია დანიური გაზეთისთვის დაიწერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ. სტატია ხაზს უსვამს საქართველოს მკაფიო სურვილს, განაგრძოს ევროკავშირში ინტეგრაცია და ყურადღებას ამახვილებს იმ წვლილზე, რომლის შეტანაც შეუძლია ს საქართველოს მხარდასაჭერად, მათ შორის ახლად გახსნილი საელჩოს მეშვეობით მწვანე გადასვლის, მშვიდობის, სტაბილურობისა და ასევე, სხვა სფეროებში თანამშრომლობის გზით. განუწყვეტლივ უჭერდა მხარს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე რეფორმების განხორციელების კუთხით დარჩება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის მხარდამჭერი.
ჩვენ ვხედავთ დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში. საელჩოს არ აქვს სურვილი წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და თავს იკავებს დამატებითი კომენტარისგან”, – აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას

სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს