„თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ცუცქირიძე:
“ხელისუფლება,” რომელსაც სოხუმის დაცემის დღეს, გმირთა მემორიალთან მისვლა, მხოლოდ უზარმაზარი დაცვის თანხლებით შეუძლია და მხოლოდ მათი კედლის უკნიდან ესაუბრება თანამოქალაქეებსა და ჟურნალისტებს, დამარცხებული, შეშინებული და წარმავალია.
ჩვენ კი, ამ ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები, შევიკრიბოთ შვიდ საათზე და კიდევ ერთხელ ვთქვათ: აფხაზეთი საქართველოა, საქართველო ევროპაა და სამართლიანობის გამარჯვება გარდაუვალია!