“ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ” – ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე

„როიტერის“ ცნობით, -ს პრეზიდენტი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების რამდენიმე ქალაქიდან გადატანას არ გამორიცხავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ის ჩათვლის, რომ ამერიკის ზოგიერთ ქალაქში თამაშების ჩატარება უსაფრთხო არ იქნება.
ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს სიეტლისა და სან-ფრანცისკოს შესახებ, სადაც ექვსი შეხვედრა უნდა გაიმართოს.
„ეს საინტერესო კითხვაა. მათ უსაფრთხოებაზე უნდა ვიზრუნოთ. ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ, რომლებსაც არ ესმით, რას აკეთებენ. ჩვენ ჩიკაგოში, მემფისში, სხვა ქალაქებში წავალთ. იქ უფრო უსაფრთხო იქნება. თუ მე გადავწყვეტ, რომ იქ უსაფრთხო არ არის, მატჩებს სხვა ქალაქში გადავიტანთ, ცხადია“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, როგორც The Athletic-ი წერს, ტრამპს არ აქვს თამაშების სხვა ქალაქებში გადატანის უფლებამოსილება, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან პირდაპირ კავშირზეა.
პსჟ-მ შეკრება დაიწყო – “ლივერპული” მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს – მესისთან დაპირისპირების შანსი
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს – იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში
რა უთხრა პსჟ-ის განადგურების შემდეგ ტრამპმა პალმერს – ფეხბურთელმა ამბავი მოჰყვა
“ვხედავ ფეხბურთელების ხელფასს და მსოფლიო ჩემპიონატზე მეც ვითამაშებ” – დონალდ ტრამპი
ტრამპისა და ჯონსონის არჩევა სამყაროსთვის ცუდი ნიშანი იყო – კლოპი პოლიტიკაზე
ტრამპის იმედი აქვთ – დააბრუნებენ ს ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
ტრამპი “ჩელსის” დიდი ფანია – ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა