პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, ძალადობით და ძალადობის მუქარით დაზარალებულს აიძულებდა მის კუთვნილ მაღაზიაში გასამრჯელოს გარეშე მუშაობას.
„გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული ფსიქოლოგიური ძალადობით დაზარალებულისგან მოითხოვდა თბილისში, ერთ-ერთ ქუჩაზე, გამვლელი ავტომობილებისთვის მოწყალება ეთხოვა, ხოლო ამ გზით მიღებულ თანხას კი თავად ეუფლებოდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე 25 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ტრეფიკინგი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს