თენგიზ შარმანაშვილი – მიხეილ ყაველაშვილმა ოკუპაციაზე ისაუბრა – სიტყვა „რუსეთს“ დაამატებდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენი ქვეყნის 20% ვის აქვს ოკუპირებული

მიხეილ ყაველაშვილმა ოკუპაციაზე ისაუბრა – სიტყვა „რუსეთს“ დაამატებდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენი ქვეყნის 20% ვის აქვს ოკუპირებული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ს გაეროში გამოსვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოა და „რაღაც ბავშვური, გამოგონილი ნარატივებია”.
შარმანაშვილის განცხადებით, ყაველაშვილმა თავის გამოსვლაში სწორი აქცენტები დასვა.
„კრიტიკა არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. მან ოკუპაციაზე ისაუბრა. სიტყვა „რუსეთს” დაამატებდა თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, მთელმა მსოფლიომ იცის, ჩვენი ქვეყნის 20% ვის აქვს ოკუპირებული. ასევე, მან მხარი დაუჭირა ს ყველანაირად, მორალურად, პოლიტიკურად. აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის გვერდით დგას და ვინ ეომება ს, ესეც ყველამ კარგად იცის. ისიც ნათელია, ეს მხარდაჭერაც ვის საწინააღმდეგოდ არის. ეს კრიტიკა უსაფუძვლოა და რაღაც ბავშვური, გამოგონილი ნარატივებია. რაც შეეხება, ზოგადად, გამოსვლას – იყო აბსოლუტურად სწორი აქცენტები. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მან მშვიდობას გაუავა ხაზი. მშვიდობა არის ყველაზე დიდი დილემა მსოფლიოში. მეორე – მან განაცხადა, რომ ქართული სახელმწიფო მზად არის და ღიაა ურთიერთობის საკითხში, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები ყოველთვის იქნება პრიორიტეტული. ვერ ავიტანთ ზემოდან ყურებას და თითის ქნევას საქართველოს მისამართით“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს