ირაკლი კობახიძე კითხვაზე: როდის ელოდებიან დონალდ ტრამპისგან ზარს – მე ვერ ვიმკითხავებ, ყავაში ვერ ჩავიხედავ – მოთმინებით ველოდებით, ნებისმიერ დროს მზად ვართ

მე ვერ ვიმკითხავებ, ყავაში ვერ ჩავიხედავ. ჩვენ მოთმინებით ველოდებით. ნებისმიერ დროს მზად ვართ, ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ როდის ელოდება -ის პრეზიდენტ, სგან სატელეფონო ზარს, რათა ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების საკითხზე ესაუბროს.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვა არის მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი.
„ეს არის ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი, რაზეც არაერთი საჯარო განცხადება გავაკეთეთ. პირადად მე მაქვს არაერთხელ საჯარო განცხადება გაკეთებული. ჩვენი სურვილია სუფთა ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით განახლდეს სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს არის ძალიან ღია გზავნილი, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. იმედი მაქვს, რომ ეს შემხვედრი ნაბიჯებიც გადაიდგმება“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, გაერო-ში ყოფნისას მან აშშ-ის პრეზიდენტს უთხრა, რომ ურთიერთობების ახალი ფურცლიდან დაწყების დროა. რაზეც მისივე ინფორმაციით, დონალდ ტრამპი დამპირდა, რომ ამ საკითხს დაუბრუნდება და დაუკავშირდება.