“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა

Bleacher Report-ის ცნობით, “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, ლებრონ ჯეიმსს ხელშეკრულების გახანგრძლივება არ შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ ლებრონს ამის სურვილი ჰქონდა.
მოთამაშეს კი ხელშეკრულებაში ჰქონდა პუნქტი, რომელიც კონტრაქტის 1-წლით ავტომატურად გახანგრძლივების უფლებას აძლევდა, რაც 40 წლის კალათბურთელმა გამოიყენა, შესაბამისად, “მეფეს” მომდევნო სეზონშიც “ანგელოზების” მაისურით ვიხილავთ.
ეს ნიშნავს იმას, რომ “ლეიკერსს” ლებრონთან გრძელვადიან თანამშრომლობას აღარ გეგმავს და სავარაუდოდ მისი შეცვლისთვის ემზადება, რის გამოც სახელფასო ჭერის დატვირთვა არ სურთ. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრეიდი განხორციელდა, როდესაც ლუკა დონჩიჩი “დალასიდან” “ლეიკერსში”, ხოლო ენტონი დევისი “ანგელოზებიდან” ტეხასელთა რიგებში აღმოჩნდა. “ლეიკერსი” კი გუნდის აწყობას მთლიანად ლუკა დონჩიჩის ირგვლივ გეგმავს.
ლებრონ ჯეიმსი გასულ სეზონში 24.4 ქულას, 7.8 მოხსნასა და 8.2 შედეგიან პასს აგროვებდა.
NBA-ის 2025/2026 წლების სეზონი 22 ოქტომბერს, “ოკლაჰომა” – “ჰიუსტონისა” და “ლეიკერსი” – “გოლდენ სტეიტის” დაპირისპირებებით გაიხსნება.
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ – დემიენ ლილარდი “პორტლენდში” დაბრუნდა
იოკიჩმა “დენვერს” შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
“NBA-ის ისტორიაში საუკეთესო მექულე ვარ” – პოლ პირსი
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის “რეალში” მსურს
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
[VIDEO] ლებრონისთვის და ლუკასთვის სეზონი დასრულებულია – “ლეიკერსი” “მინესოტასთან” დამარცხდა და პლეი-ოფს გამოეთიშა
დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა – “ლეიკერსმა” კალიფორნიულ დერბიში “კლიპერსი” დაამარცხა [VIDEO]
გამარჯვების მომტანი სამქულიანი საკუთარი ნახევრიდან – საოცარი მატჩი NBA-ში [VIDEO]
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში – “ლეიკერსი” 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
დონჩიჩი ყოფილ გუნდს პირველად დაუპირისპირდა – სლოვენიელმა სამმაგი დუბლი შეასრულა [VIDEO]