ირაკლი კობახიძე – მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფაში, პოლარიზაციის შემცირებაში ძალიან დაგვეხმარა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი – ამ კანონმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ რადიკალურ ძალებს არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის რეალიზების საშუალება

ძალიან დაგვეხმარა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში – ამ კანონმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ დღეს პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულია, რადიკალურ ძალებს არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის წარმატებით რეალიზების საშუალება,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ, ბიზნესასოციაციის კონფერენციაში მონაწილეობისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, ბიზნესისთვის საკვანძო მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობას.
„მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა იყოს უზრუნველყოფილი, პოლიტიკური სიმშვიდე.
ამისთვის ბევრი რამ გაკეთდა გასული წლების განმავლობაში, მათ შორის მოკლევადიან არასტაბილურობად დაუჯდა გარკვეული ნაბიჯები ჩვენს ქვეყანას. თუმცა, საბოლოოდ, ამ ნაბიჯებმა მოგვცა ვითარების თვისებრივად დასტაბილურების საშუალება. მათ შორის, ძალიან დაგვეხმარა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფაში, ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებაში. სამწუხაროდ, გაუმჭვირვალე გარე დაფინანსება აქტიურად გამოიყენებოდა საქართველოში პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივებაში. ამ კანონმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ დღეს პოლარიზაციის ხარისხი შემცირებულია, რადიკალურ ძალებს არ აქვთ საკუთარი დღის წესრიგის წარმატებით რეალიზების საშუალება. დღეს მშვიდი ვითარება გვაქვს, წინ ადგილობრივი თვითმმართველობის გველოდება. ვფიქრობთ, არჩევნები ჩაივლის მშვიდად, მიუხედავად გარკვეული არასერიოზული ანონსებისა 4 ოქტომბერი მშვიდად ჩაივლის. გაგრძელდება ქვეყნის მშვიდი განვითარება“,- აღნიშნა კობახიძემ.