– პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ – გზა ევროკავშირისკენ გაგრძელდება ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რომელიც მის შეჩერებას ეცდება

მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების დაბარებას.
როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ევროპული მომავალი შეუქცევადია და ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, გზა ევროკავშირისკენ გაგრძელდება.
“ქართველი ხალხის სახელით ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების ელჩებს სრულ მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებ. ჩვენი ევროპული მომავალი შეუქცევადია და გზა ევროკავშირისკენ გაგრძელდება ნებისმიერი მცდელობის მიუხედავად, რომელიც მის შეჩერებას ეცდება!”, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს