ლოზუნგით “თავისუფლება ნინო დათაშვილს” განათლების სამინისტროსთან აქცია გაიმართა

“თავისუფლება ნინო დათაშვილს” – ამ ლოზუნგით განათლების სამინისტროსთან მასწავლებლების აქცია გაიმართა, რომლებიც პატიმრობაში მყოფი პედაგოგის, ნინო დათაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში ძალიან დამძიმდა და დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს. როგორც ისინი ამბობენ, პატიმრობაში მყოფ მასწავლებელს ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები აქვს და სასწრაფოდ მკურნალობას საჭიროებს.
მასწავლებლების აქციას სამოქალაქო აქტივისტები, ლექტორები და ნინო დათაშვილის გულშემატკივრები შეუერთდნენ.
ნინო დათაშვილის მხარდამჭერი აქცია მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლებს და პარლამენტთან მიმდინარე აქციას შეუერთდება, რომელიც უკვე 302-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)