ჩინეთმა 6 ამერიკულ კომპანიას დაუწესა სანქციები

პეკინი აცხადებს, რომ ეს კომპანიები „ტაივანთან ე.წ. სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაში არიან ჩართულნი, რაც სერიოზულად ძირს უთხრის ჩინეთის ეროვნულ სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და განვითარების ინტერესებს“.
ეს კომპანიებია უპილოტო მანქანების მწარმოებელი Saronic Technologies, თანამგზავრული ტექნოლოგიების კომპანია Aerkomm და წყალქვეშა საინჟინრო ფირმა Oceaneering International.
ჩინეთი თვითმმართველ ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, რომლის ანექსიაც საჭიროების შემთხვევაში ძალის გამოყენებით მოხდება. ივლისში პეკინმა ტაივანის სამხედროებთან დაკავშირებულ რვა საწარმოს ექსპორტის კონტროლი დაუაწესა.
ამას გარდა, ჩინეთის ექსპორტის კონტროლის სიაში კიდევ სამი ამერიკულ კომპანია მოხვდა, რაც მათ ჩინეთიდან „ორმაგი დანიშნულების“ – როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო გამოყენების ტვირთების მიღებას უკრძალავს.
გასულ კვირას ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ხანგრძლივი სატელეფონო საუბრის შემდეგ, -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორი ლიდერი ერთმანეთს ოქტომბრის ბოლოს სამხრეთ კორეაში რეგიონულ სამიტზე შეხვდება. პეკინი და ვაშინგტონი აცხადებენ, რომ სურთ ვაჭრობასთან, ტექნოლოგიებთან და სოციალური მედიის პლატფორმის, TikTok-ის საკუთრებასთან დაკავშირებული უთანხმოებების მოგვარება.
ფორუმი