საქართველოს 7-ქალა და 15-ქალა ნაკრებების მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე გახდა. 46 წლის სპეციალისტს გოგონებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს – 2013 წლიდან ის 7-ქალას ფიზ. მომზადების მწვრთნელი და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო.
„მას შემდეგ რაც ჯაბა მალაღურაძე რაგბის განვითარების დირექტორად დაინიშნა, მან 7-ქალასა და 15-ქალა ნაკრებების მთავარი მწვრთნელის პოზიციის დაკავება შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. მადლობა ჯაბას და რაგბის კავშირს გამოცხადებული ნდობისთვის. გოგონებთან მუშაობის დიდი გამოცდილება მაქვს. ვიმედოვნებ იმედებს გავამართლებ და ხელშესახები წინსვლა გვექნება“ – ამბობს გიორგი მაისურაძე და განაგრძობს:
„7-ქალაში გატარებული წლები განვითარებისთვის ძალიან კარგი ტრამპლინი იყო. გოგონების შეზღუდული რაოდენობიდან გამომდინარე, განვითარებისთვის ალტერნატიული საშუალებების ძიება გვიწევდა, რაც გუნდთან ერთად ჩვენი, მწვრთნელების განვითარებასაც განაპირობებდა“.
„ახლა განსხვავებული გამოწვევების წინაშე ვართ და ამ შეთავაზებასაც ამიტომ დავთანხმდი. სიატუაცია დაახლოებით ისეთივეა, როგორიც 7-ქალას შემთხვევაში იყო. ჩვენ უკვე გვყავს 15-ქალა ნაკრებიც, რაც გოგონებისთვის ახალი ხილია. ახლადდაარსებულ გუნდს გაზაფხულზე სულ ორი თამაში ქონდა (ყაზახეთთან). ამ ეტაპზე 15-ქალას რეგულარული თამაშები არ აქვს, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამეა სასწავლი. რაგბი 15 რაგბი 7-ზე ბევრად უფრო რთული თამაშია და დიდი თეორიული თუ პრაქტიკული მასალა გვაქვს გასავლელი“.
„15-ქალას სხვა ტექნიკური თუ ტაქტიკური მახასიათებლები ჭირდება და ჩემთვის საინტერესოა როგორ გაართმევენ გოგონები თავს ახალ გამოწვევებს. მოგვიწევს ახალი მოთამაშეების მოძიება და ვეცდებით თამაშების ორგანიზებას. ვგეგმავთ რაგბი10-ის ტურნირების ჩატარებას, რადგან ის რაგბი15-თან უფრო ახლოსაა. ასევე არაა გამორიცხული მართვადი თამაშები გავმართოთ ჭაბუკთა ბ ლიგის გუნდებთან“.
„კვირაში 3-ჯერ ვვარჯიშობთ და დროის მცირე მონაკვეთში ვცდილობთ დავფაროთ ყველა საჭირო დეტალი. პარალელურად გვაქვს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ქალთა გუნდებთან, რათა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ გავმართოთ ამხანაგური თამაშები. ასევე რაგბი ევროპაში წარდგენილი გვაქვს მოთხოვნა, რათა ჩავერთოთ კონფერენც დივიზიონში. სამწუხაროდ, მოთამაშეთა და ფინანსების ნაკლებობის გამო, ქალთა კონფერენც დივიზიონში ჩამოყალიბებული ფორმატი და გაწერილი კალენდარი არ გვაქვს. გამოყოფილია 3-თვიანი ფანჯარა (დეკემბერი-თებერვალი) და მსურველი გუნდები ერთმანეთთან ათანხმებენ ვისთან და სად ითამაშებენ. კარგი იქნება თუ ამ პერიოდში 2-3 თამაშის ორგანიზებას მოვახერხებთ. ეს დაგვანახებს თუ რა დონეზე ვართ პოტენციურ მეტოქეებთან მიმართებაში, რაც სამომავლო გეგმების დასახვაში დაგვეხმარება“.
ამჟამად გოგონები გიორგი მაისურაძის ხელმძღვანელობით 15-ქალა რაგბისთვის საჭირო უნარებს ეუფლებიან, გაზაფხულიდან კი 7-ქალას ვარჯიშები დაიწყება და გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატში დაბრუნებას ეცდება.
Rugby.ge
“შავი ლომი” | მიხეილ ბაბუნაშვილი – ახალი კაპიტანი იტალიური ტურნეს შესახებ
7-კაცა | მზადება დაიწყო – ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
“უმცროსი ბორჯღალოსნები”: ჯერ კლერმონი, მერე ლისაბონში
7-კაცა და 7-ქალა დუბაის ტურნირზე
ორი გუნდით და ორი მსაჯით დუბაიში
ქართული რაგბის სუპერკვირა
7-ქალას ახალი ისტორია – გოგონებმა ელიტის საგზური მოიპოვეს
7-ქალა | ჯაბა მალაღურაძე – ვიცოდით, რომ ყველაფერი ჩვენს ხელში იყო
7-ქალა უნგრეთში გაემგზავრა
გიორგი მაისურაძე კარიერას უკრაინაში გააგრძელებს
