ფაქტია, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს სკანდალურ საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილის მთელი ღამით საგამოძიებო უწყებაში ყოფნას და დილით გამოშვებას “ქოცები” არც ადასტურებენ და არც უარყოფენ – ოხანაშვილი კი დასჯილია, მისთვის დანიშნული „დაცვა“ რეალურად კონტროლია, ხოლო მის ერთ-ერთ მოადგილესაც მეტი ინფორმაცია აქვს მიღებული, ვიდრე უნდა ჰქონდეს, რის გამოც ისიც ვერ ტოვებს ქვეყანას და მუდმივ დაკვირვების ქვეშაა ,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი ნადირაძის თქმით, 2012 წლიდან სუს-ის ყველა უფროსს „ე.წ. „კრებსები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან მიჰქონდა“, თუმცა ოხანაშვილი მოპოვებულ ინფორმაციებს პერიოდულად ირაკლი კობახიძესაც უზიარებდა.
„ფაქტია, 624 მილიონი დოლარის და 35 მილიონი ევროს სკანდალურ საქმეზე, ირაკლი ღარიბაშვილის, მთელი ღამით, საგამოძიებო უწყებაში ყოფნას და დილით გამოშვებას, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ “ქოცები”… უფრო მეტიც, იმასაც კი ამბობენ, რომ ისიც კი არ ვიცით ახლა სადაა და რას საქმიანობსო (რამდენს გჯერათ?!), მაგრამ, მოდი, ცოტა ხნით გავეშვათ ამ ამბავს და ოხანაშვილის სუს-დან წასვლაზე და მისთვის “დაცვის დანიშვნაზეც” ვთქვათ ორი სიტყვა.
მოკლედ, 2012 წლის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყველა უფროსს ე.წ. „კრებსები“ მიჰქონდა ბიძინა ივანიშვილთან და მხოლოდ მასთან. სუს-ის უფროსს ოლიგარქის გარდა სხვასთან არავისთან უნდა ჰქონოდა ამ საკითხებზე შეხება და ეს იყო ტაბუდადებული თემა. თუმცა, ახლად დანიშნულმა ოხანაშვილმა, რატომღაც გადაწყვიტა ეს ინფორმაცია პერიოდულად გაეზიარებინა ირაკლი კობახიძისთვისაც. უფრო მეტიც, მოწოდებული ინფორმაციით, იყო შემთხვევები, როდესაც ამ „კრებსებს“ ჯერ კობახიძე ნახულობდა და მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე “გაფილტრული” ინფორმაციები მიდიოდა ბიძინასთან. ჰოდა, ამას აპატიებდა ოხანაშვილს ბიძინა?! ან ამას აპატიებს კობახიძეს?! (მის შემცვლელად რომ ქალი ყავს გამზადებული პრემიერად, 4 ოქტომბერს თუ გადარჩა მშვიდობიან დამხობას და ვერ გადარჩება) გარდა ამისა, ოხანაშვილმა ვერ შეასრულა ბიძინას მთავარი დავალება – მას ბაჩიაშვილი კი არა, ბაჩიაშვილის ბიტკოინების პაროლები სჭირდებოდა.
მოკლედ, ოხანაშვილი რომ დასჯილია და მისთვის დანიშნული დაცვა რომ დაცვა არაა კი ხვდებით ყველა და უფრო მეტიც, აქვთ ეჭვი, რომ ოხანაშვილის ერთ-ერთ მოადგილეს იმაზე მეტი ინფორმაცია აქვს მიღებული ვიდრე უნდა ჰქონდეს და ისიც ვერ გადის ქვეყნიდან და ოხანაშვილივით მუდმივი დაკვირვების ქვეშაა….
ასეთი ეჭვიანობა და აურზაური აქვთ ყველგან, უარესი ელით შემდგომ ერთ კვირაში, „ოცნება“ ასეთი სუსტი არასოდეს ყოფილა და 4 ოქტომბერს აუცილებლად ჩამოიშლებიან”,- წერს ირაკლი ნადირაძე.
