ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ფრანგული მედიის ცნობით, ნიკოლა სარკოზი ლიბიის გარდაცვლილ დიქტატორ მუამარ კადაფისთან დაკავშირებულ რამდენიმე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
მედიის ცნობით, სასამართლომ სარკოზი დამნაშავედ ცნო კრიმინალური შეთქმულების ბრალდებაში, თუმცა გაამართლა პასიური კორუფციისა და სხვა უკანონო დაფინანსების ბრალდებებში.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს ბრალად ედებოდა ლიბიელი ლიდერის, მუამარ კადაფისგან, ფრანკო-ლიბანელი ბიზნესმენის, ზიად ტაკიედინის მეშვეობით საარჩევნო შემოწირულობების მიღება.
ზიად ტაკიედინი სამშაბათს ბეირუთში გარდაიცვალა. თუმცა გარდაცვალებამდე აცხადებდა, რომ 2006-2007 წლებში სარკოზის ადმინისტრაციის უფროსს ნაღდი ფულის სახით, ჯამში, 5 მილიონი ევრო გადასცა, სანაცვლოდ კი სარკოზი უნდა დახმარებოდა ლიბიელ დიქტატორ კადაფს იმიჯის რეაბილიტაციაში.
მედიის ცნობით, სარკოზის მეუღლე, კარლა ბრუნი-სარკოზი, ქმართან ერთად ბრალდებულია მოწმეებზე დუმილის შესანარჩუნებლად ზეწოლაში.
მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი განაჩენს უსამართლოს და სკანდალურს უწოდებს და მის გასაჩივრებას აპირებს.
„თუ მათ აბსოლუტურად სურთ, რომ ციხეში ვიძინო, ციხეში დავიძინებ, მაგრამ მაღლა აწეული თავით“, – განუცხადა სარკოზიმ ჟურნალისტებს.
ავტორი: ნინა სიგუა