რუსული სამხედრო თვითმფრინავები ალასკის მახლობლად წელს მეცხრედ გამოჩნდნენ

აშშ-ის გამანადგურებლები ალასკის მახლობლად მფრინავი ოთხი რუსული სამხედრო თვითმფრინავის იდენტიფიცირებისათვის აფრინდნენ, განაცხადა ხუთშაბათს ჩრდილოეთ ამერიკის საჰერო სივრცის დაცვის სარდლობამ (NORAD).
NORAD-ის ცნობით ეს მესამე შემთხვევაა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. სულ წელს ცხრა მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა.
NORAD-მა განაცხადა, რომ ალასკის საჰაერო თავდაცვის იდენტიფიკაციის ზონაში ორი Tu-95 და ორი Su-35 აღმოაჩინა და თვალყური ადევნა. რუსული თვითმფრინავები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში დარჩნენ და არ შესულან ამერიკის ან კანადის სუვერენულ საჰაერო სივრცეში. ალასკის მახლობლად რუსული ასეთი აქტივობა რეგულარულად ხდება და საფრთხედ არ აღიქმება.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ს შეუძლია დაიბრუნოს ს შემოჭრის შედეგად დაკარგული ყველა ტერიტორია.
ნატომ სამშაბათს გააფრთხილა რუსეთი, რომ გამოიყენებს ყველა საშუალებას, რათა დაიცვას თავისი საჰაერო სივრცის ნებისმიერი შემდგომი დარღვევისგან. ეს განცხადება მოჰყვა პოლონეთის თავზე რუსული დრონების ჩამოგდებასა და ს საჰაერო სივრცეში რუსული გამანადგურებლების შეჭრას.
სამშაბათს ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნებმა უნდა ჩამოაგდონ რუსული თვითმფრინავები, თუ ისინი მათ საჰაერო სივრცეში შეიჭრებიან. კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ნატოს მოკავშირეებს ასეთ სიტუაციაში, ტრამპმა უპასუხა, რომ „ეს დამოკიდებული იქნება გარემოებებზე“.