ბიძინა ივანიშვილი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურაა – ბექა დავითულიანი

გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. ყოფილმა გუნდელებმა გიორგი გახარიას უთხრეს, რომ ახლა სხვა ლიგაშია და დებატებში სხვა რანგის პოლიტიკოსები უნდა გამოიწვიოს.
პარტია “საქართველოსთვის” ლიდერს “ქართული ოცნების” წევრებმა მოღალატე კიდევ ერთხელ უწოდეს.
“ბიძინა ივანიშვილი, დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში ყველაზე მძიმეწონიანი ფიგურაა, ნებისმიერ ოპოზიციონერს აქვს შანსი, გამოიწვიოს ის დებატებში და თუკი ეს დებატები შედგება, ეს ოპოზიციონერი რაღაცნაირად თავის თავს შემატებს წონას. თუმცა, ალბათ, ეს არ მოხდება.
როდესაც ნიკა მელიას იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დადგა უმრავლესობაზე, მე პირადად ვამბობდი, რომ ეს არ გაგვეკეთებინა, მაშინ გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და მე მას ვუმტკიცებდი, რომ ასე ჩვენ სახელმწიფოს ვანგრევდით, დაგვარწმუნა ყველა, რომ უნდა მოგვეხსნა მისთვის იმუნიტეტი. როდესაც მოვუხსენით იმუნიტეტი, მეორე დღეს თვითონ გადადგა და თქვა, არ შეიძლება ამის გაკეთებაო,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო