აჭარის მთავრობის სახლთან სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს

აჭარის მთავრობის სახლთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.
როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, აჭარის მთავრობისგან იმ მიწებისთვის კომპენსაციას ითხოვენ, რომელი, მათი აზრით, ისტორიულად ადგილობრივებს ეკუთვნით, თუმცა წინა ხელისუფლებების დროს ინვესტორებს გადაეცა.
აქციის მონაწილეების თქმით, საუბარია 200-მდე ოჯახზე, რომლებსაც ერთი მხრივ ხელისუფლებას, მეორე მხრივ კი ინვესტორს, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს მიმართავენ, რათა მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.
მათ საპროტესტო აქცია – მსვლელობა, ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე მოაწყვეს და შემდეგ კი აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა